ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1777577588
ჰუმანოიდი რობოტი, სახელად სოფია საზოგადოებას ამჯერად ორკესტრთან ერთად, ჰონკონგის სცენაზე მოევლინა და საინტერესო შესრულება შესთავაზა. კონცერტის ფარგლებში ორგანიზატორებმა ხელოვნური ინტელექტი და ტრადიციული ხელოვნების ფორმები გააერთიანეს.
სოფია ოქროსფერ, ბრჭყვიალა კაბაში იყო გამოწყობილი. სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მან სამი სიმღერა შეასრულა და მაყურებლისგან აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც რობოტი სცენაზე ცოცხალ ორკესტრთან ერთად გამოვიდა.
მუსიკალური პროდიუსერის თქმით, რობოტისთვის სიმღერების სწავლება საკმაოდ შრომატევადი პროცესი იყო, თუმცა, მან ამას თავი არაჩვეულებრივად გაართვა.
გამოსვლისას სოფიამ იმედი გამოთქვა, რომ მუსიკა იმ უფსკრულს ამოავსებს, რომელიც რობოტებსა და ადამიანებს შორისაა შექმნილი.