რობი უილიამსმა The Beatles-ის რეკორდი მოხსნა

რობი უილიამს

მომღერალმა რობი უილიამსმა ბრიტანულ ჩარტებში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით The Beatles-ის რეკორდი მოხსნა. მისი მე-16 ალბომი სახელწოდებით Britpop, რომელიც 16 იანვარს გამოვიდა, რელიზიდან ერთ კვირაში ჰიტ-აღლუმის სათავეში მოექცა.

The Beatles-ის რეკორდი (ჩარტების ლიდერი 15 ალბომი) 1967 წლიდან, Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band-ის გამოსვლის შემდეგ ნარჩუნდებოდა.

თავდაპირველად Britpop-ის გამოშვება 2025 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ 2026 წლის თებერვლისთვის გადაიდო მას მერე, რაც ტეილორ სვიფტმა იმავე თვეს The Life of a Showgirl-ის რელიზი დააანონსა. მოგვიანებით უილიამსმა მოულოდნელად თარიღი შეცვალა და ალბომი 16 იანვარს გამოუშვა.

„ცხოვრებაში რამდენჯერ გეძლევა შესაძლებლობა, გქონდეს იმაზე მეტი პირველადგილოსანი ალბომი, ვიდრე ოდესმე ვინმეს ჰქონია დიდ ბრიტანეთში?“ - განაცხადა მუსიკოსმა.