,,ბოლო კვლევებმა ცოტა შეგვაშინა... დღეს მოგვივიდა პასუხები“ - ნინი ქარსელაძე
1761249403
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავის, სანდრო მამუკელაშვილის შეყვარებული სოციალურ ქსელში რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს.
წყვილის ვიდეომ ბევრი თბილი კომენტარი დაიმსახურა, როგორც ქართველების, ასევე უცხოელების მხრიდან.
„რა მაგარი წყვილია...“; „სანდრო, დონე გოგო გყავს“; „სიკეთეს და სითბოს ასხივებს ეს გოგო“;
@sadies_brooks Draft I found… @Sandro Mamukelashvili #fyp #fypシ #relationships #foryoupage #italy ♬ First Time - TEEKS
მერსედესიც, სანდროს მსგავსად, კალათბურთელია. ამჟამად, ის ქალთა კალათბურთის ასოცირებული მთავარი მწვრთნელია.
როგორც ამერიკელი გოგონას პოსტებით ვიგებთ, ის სანდროს დიდი გულშემატკივარია და მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის მის გვერდითაა.
წყვილი სოციალურ ქსელებში სახალისო კონტენტით გამოირჩევა.
ცოტა რამ სანდროს შესახებ: 14 წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადავიდა და ამერიკის მოქალაქეა.
„ცხადია, გადავწყვიტე საქართველოს სახელით მეთამაშა და მივიღე ქართული პასპორტი. მიუხედავად იმისა, რომ თბილისიდან 14 წლის წავედი, თავს ყოველთვის ქართველად მივიჩნევდი. ამერიკაშიც და იტალიაშიც, ყველამ იცოდა, სადაური ვიყავი და სად იყო ჩემი სამშობლო“, - ამბობს სანდრო ერთ-ერთ ინტერვიუში.