რა განსხვავებაა XXL და 2XL ზომას შორის - დეტალი, რომელიც ბევრმა არ იცის

XXL და 2XL ზომა

მომხმარებელთა დიდი ნაწილი წლების განმავლობაში ტანსაცმელს ისე ყიდულობდა, რომ არ უფიქრია — ერთი და იგივე ნიშნული სხვადასხვა ბრენდში შესაძლოა განსხვავებულ ზომას ნიშნავდეს. 

სხვადასხვა ბრენდი, ქვეყანა და სტილი განსხვავებულ საზომ სისტემას იყენებს, რის გამოც მომხმარებლებს ერთიანი ზომის შერჩევა ხშირად უჭირთ. 

2XL იგივე არ არის, რაც XXL. XXL სტანდარტული ზომების გაგრძელებაა და, როგორც წესი, XL-ზე ოდნავ დიდ ტანსაცმელს აღნიშნავს, რომელიც ჩვეულებრივ თარგზეა მორგებული.

2XL ხშირად გამოიყენება ე.წ. პლუს-საიზის ხაზებში და გათვლილია სხეულის განსხვავებულ პროპორციებზე. ასეთი ტანსაცმელი უფრო განიერი ჭრით გამოირჩევა, განსაკუთრებით მკერდის, წელისა და თეძოების არეში, ხოლო ზოგ შემთხვევაში სიგრძეშიც განსხვავდება.

ამავე კატეგორიაში შედის 3XL, 4XL და სხვა ზომებიც, რომლებიც სპეციალურად შექმნილია უფრო დიდი სხეულის ფორმებისთვის.

სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ, ტანსაცმლის შეძენისას მხოლოდ ზომის ნიშნულს არ დაეყრდნონ და ყურადღება მიაქციონ კონკრეტული ბრენდის ზომის ცხრილს, რათა არასასიამოვნო შეცდომები თავიდან აიცილონ.