PHOTO: ,,ცხოვრების პირველ ეტაპს ვასრულებ, ეს ძალიან ლამაზი მოგზაურობა იყო..." - თათა გიორგობიანი იუბილარია

თათა გიორგობიანი

ტელეწამყვანი და მომღერალი თათა გიორგობიანი 30 წლის გახდა.

იუბილარი ფოტოებს ინსტაგრამ სთორიში აქვეყნებს და წერს, რომ ცხოვრების პირველ ეტაპს ასრულებს. 

,,ცხოვრების პირველ ეტაპს ვასრულებ. ეს ძალიან ლამაზი მოგზაურობა იყო! მადლობა ყველას, ვინც მასში მონაწილეობდით. ახლა უკვე დიდი გოგო ვარ, გულით ისეთივე ბავშვური, მაგრამ გონებით უფრო ჩამოყალიბებული და დამჯდარი. მჯერა, რომ საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინაა. მჯერა რომ ჩემს არსებობას უფრო დიდ მიზანს მივცემ და სიკეთის მომტანად ვაქცევ ადამიანებისთვის!", - წერს მომღერალი.