საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შორენა ბეგაშვილი დაინიშნა. "I said YES! 4 წელი ერთად, საოცარი თავგადასავლებით სავსე. მსოფლიოს ულამაზესი ადგილები მოვინახულეთ და ხელი სახლში დივანზე მთხოვა", - დაწერა მან და ფოტოები გამოაქვეყნა.
შორენა ბეგაშვილის რჩეული 65 წლის ქართველი ბიზნესმენი მამუკა ურუშაძეა. წყვილს შორის 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო შორენა ბეგაშვილის ნიშნობის ბეჭედმა, რომელსაც ულამაზესი, დიდი ზომის ბრილიანტი ამშვენებს. შორენას კომენტარი ამის შესახებ არ გაუკეთებია, თუმცა ბეჭედი ძალიან ჰგავს Graff Diamonds-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოდელს, Graff Promise.
შორენა ბეგაშვილის ნიშნობის საჩუქრები ამით არ დასრულებულა - მან გამომწერებს YVMIN-ის,Cartier-ისა და Tiffany & Co.-ს სამკაულები გაუზიარა.

