„ერთი დაღუპული 12 წლის ბიჭია...“ - საფრანგეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა
1750950087
გამოცემა CNN-მა ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილის მოსაწვევის ფოტო გაასაჯაროვა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.
თეთრი ფერის ქაღალდზე, ფერადი პეპლები, მტრედები, ვენეციის არხები, გონდოლები და ბუმბულებია გამოსახული.
მოსაწვევი ასეთი ტექსტით იწყება:
„გვიხარია, რომ ჩვენს გვერდით ხართ და გვიერთდებით ! მხოლოდ ერთ თხოვა გვაქვს: გთხოვთ, არანაირი საჩუქრები".
სამაგიეროდ, ისინი სტუმრებს მოუწოდებენ, რომ ვენეციის განვითარებისათვის შემოწირულებები გაიღონ. თანხა იუნესკოს ვენეციის ფილიალს, ლაგუნის მნიშვნელოვანი ეკოსისტემების შემსწავლელ ორგანიზაციას, ასევე ვენეციის საერთაშორისო უნივერსიტეტს გადაერიცხება.
საზოგადოების ნაწილს ასეთი უბრალო მოსაწვევი ძალიან გაუკვირდა.
„დიზაინერზე ფული დაზოგეთ?! „Paint-ში ააწყვეთ?",- წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.