1692302192
მიუსაფარ ფისოებს მინესოტას აკვარიუმში ექსკურსია მოუწყვეს
მიუსაფარ ფისოებს მინესოტას აკვარიუმში ექსკურსია მოუწყვეს. უჩვეულო სტუმრები წყალქვეშა სამყაროსა და მის ბინადრებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდნენ.
ერთ-ერთი კნუტი გამჭვირვალე გვირაბში დარბოდა და თევზებს თვალს არ აცილებდა.
ზოგიერთმა კი აკვარიუმის მშვიდ გარემოში ძილიც მოასწრო.
ეს ღონისძიება უკვე მეექვსე წელია ტარდება. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის განცხადებით, მსგავსი აქტივობა კნუტებს ახალ გარემოსთან შეგუებაში ეხმარება და მომავალში მათი გაშვილების პროცესსაც ამარტივებს.












