„ვიდეოს შემდეგ უმარი მერაბთან მივიდა“ - აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის აქამდე უცნობი დეტალები
1795027915
რუსთავი2-ის გადაცემაში „ამბავი“ სტუმრად გია სურამელაშვილი იმყოფებოდა. სიტყვაძუნწობის მიუხედავად, მომღერალმა პირად ცხოვრებაზე და შეყვარებულთან დაშორების შედეგად მიღებულ სტრესზეც ისაუბრა.
ყოფილ შეყვარებულთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს მომღერალმა სიმღერით უპასუხა: - „ვერასდროს ვეღარ დაგიბრუნდები“.
როგორც მომღერალი ჰყვება, 14 წელი იყო შეყვარებული. იყო ჩავარდნები - ხან შორდებოდნენ, მერე ისევ რიგდებოდნენ. მაგრამ ეს იყო მისი ყველაზე დიდი სიყვარული.
გიას თქმით, ადამიანები მისი ცხოვრებიდან გაუგებრად მიდიან.
„გული არ მწყდება, არც პატიება შემიძლია. ვის ვაპატიო, ვინც გული მატკინა? რომელმაც არ იზრუნა იმ სიყვარულზე და ურთიერთობაზე, რომელიც გვქონდა?...“,- ამბობს სურამელაშვილი.
მისივე თქმით, ურთიერთობა ეტაპზე საბოლოოდ დასრულებულია.
14 წელი გვქონდა არაამქვეყნიური სიყვარული. არასდროს მითხოვია ოჯახის დანგრევა... მე დამალული სიყვარული მინდოდა. მე ის ძალიან მიყვარდა. ახლა რომ დამკარგა ისეთი ამბები აქვს... სამი-ოთხი თვის წინ ისე ცუდად იყო, კვდებოდა.
მარტოსული ვარ, ყველა გავაგდე, ძალიან რთული გავხდი. შეიძლება არ უნდა ვთქვა, მაგრამ ვიტყვი - არავინ არ მიყვარს. ის რომ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, ასე არ შევიცვლებოდი. ძალიან მიყვარდა. მაგასაც... უაზროდ... მარტოსული ვარ, ახალი სახლი მაქვს საგურამოში. ჯერ არ მაქვს მოწყობილი, მაგრამ სულ მინდოდა ქალაქგარეთ ცხოვრება“,- ამბობს სურამელაშვილი.
გადაცემის ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე