სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1762250643
                                                                მას შემდეგ, რაც ლელა წურწუმიას და კახი მამულაშვილის ქალიშვილი, მარიამი სოციალურ ქსელებში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია. გამომწერები მუდმივად აღნიშნავენ, რომ გოგონა მომღერალ დედას ძალიან ჰგავს როგორც ვიზუალურად, ასევე ხმით.
ლელა წურწუმიამ ჟურნალ „სარკესთან“ შვილის, მარიკო მამულაშვილის შესახებ ისაუბრა.
„ძალიან პასუხისმგებლობიანი გოგოა. რაც დრო გადის, უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება და ეს ძალიან მომწონს. ბუნებით საკმაოდ თავმდაბალი, ბავშვური და კეთილია. მოკლედ, კარგი გოგოა. მარიკო ცალკე ცხოვრობს, ოღონდ ჩემ გვერდით. რა თქმა უნდა, დედის მეთვალყურეობა აუცილებელია, თუმცა ამ მეთვალყურეობასთან ერთად, მას დიდ თავისუფლებასაც ვაძლევ.
რაც იზრდება, უფრო მემსგავსება. ადრე უფრო მამას ჰგავდა, მაგრამ ბოლო დროს ჩემი გამოხედვა და ხასიათი დავიჭირე…“, - ამბობს ლელა წურწუმია.
                                                    
                                                    GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1762270314