მამაკაცმა, რომელიც 22 წელი ერთი და იმავე რიცხვებით ავსებდა ლატარიის ბილეთს, ჯეკპოტი მოიგო

ლატარია

ოჰაიოში მცხოვრებმა კაცმა, რომელიც ლატარიის ბილეთის შევსებისას 22 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე რიცხვებს იყენებდა, ჯეკპოტი მოიგო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

იღბლიანი ციფრების კომბინაცია ასე გამოიყურებოდა: 6, 8 , 16, 20, 26  და 45-ი. 

როგორც ის ამბობს, ლატარიის ბილეთებს ყოველდღე ყიდულობდა და წარუმატებლობის მიუხედავად არასდროს დანებებულა. 

მოგებული თანხა 1.7 მილიონ დოლარს შეადგენს.