ლელუს პირველი კომენტარი, „ჰაუსში“ დარჩენის შემდეგ

ლელუ

„რუსთავი 2-ის“ რეალით შოუს დღეს კიდევ ერთი მონაწილე გამოეთიშა. პროექტი ანასტასიამ დატოვა.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, ხმის ლიდერი ჯავახა გახდა, პროექტმა კი ლელუ გადაარჩინა.

გთავაზობთ ლელუს პირველ კომენტარს:

„რეალურად, პროექტისთვის ტასოს არაფერი გაუკეთებია, ყველამ იცოდა ეს. ასე თუ ისე, ვფიქრობდი, რომ დავრჩებოდი. პირველ რიგში, დიდი მადლობა პროექტს, რომ კიდევ ერთი შანსი მომცა. ამ მომენტში ფსიქოლოგიურად იმდენად რთულად ვარ, რომ სიხარულის შეგრძნება ნამდვილად არ შემიძლია... მაბულინგებენ საშინლად. ძალიან რთული კვირა მქონდა, მეგობრებმა ისეთი რაღაცები დამაბრალეს... ამას ემატება ხალხის ბულინგი. სტრატეგია არ მაქვს, ჩემი გატეხა შეუძლიათ მხოლოდ ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანებს და მეგობრებს. მინდა, რომ მენტალურად გამოვიდე მდგომარეობიდან და მერე რაღაც გავაკეთო. არ ვიცი, ვნახავთ ყველაფერს“, – თქვა ლელუმ ლაივის დასრულების შემდეგ.