ტრამპი: რვა ომი დავასრულე, მაგრამ ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ და ეს ყველაფერს ართულებს - თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ დარეგულირებას ვუახლოვდებით

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის არსებული სიძულვილი ყველაფერს ართულებს, თუმცა ის მოლაპარაკებების წარმატების შანსს მაინც ხედავს.

ტრამპს ჰკითხეს უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების წარმატების შანსებზე იმ შემთხვევაში, თუ მათში აშშ-ის წარმომადგენლები არ მიიღებენ მონაწილეობას.

„წარმატების შანსი არსებობს“, - განაცხადა მან.

„მე რვა ომი დავასრულე, მაგრამ ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ და ეს ყველაფერს ართულებს. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ დარეგულირებას ვუახლოვდებით“, - თქვა ტრამპმა.

მან კვლავ გაიმეორა თავისი განცხადებები ომში დაღუპულთა დიდი რაოდენობის შესახებ და გამოხატა სურვილი, რომ წერტილი დაუსვას მკვლელობებს.

„ვფიქრობ, ჩვენ შეთანხმების კარგი შანსი გვაქვს“, - განაცხადა ტრამპმა.

1-ელ თებერვალს რუსეთსა და უკრაინას შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდია მოსალოდნელი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი იქ არ გაემგზავრებიან, თუმცა აშშ-ის მონაწილეობა „სავარაუდოა“.