1753301989
კატამ სახლში დასაბრუნებლად 1287 კილომეტრი გაიარა

იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში დაკარგულმა კატამ პატრონებთან დასაბრუნებლად 1287 კილომეტრი გაიარა, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, The Guardian ავრცელებს.
კატა, სახელად რეინბოუ, სიუზენ და ბენი ანჯიანოს წყვილს იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში ლაშქრობისას დაეკარგათ.
რეინბოუ ცხოველთა დაცვის ჯგუფმა 2 თვის შემდეგ, კალიფორნიაში, როუზვილში, იელოუსტოუნის ეროვნული პარკიდან 1287კმ-ის მოშორებით იპოვა.
„ჩვენ მის გარეშე მოგვიწია წასვლა, ეს იყო ყველაზე მძიმე დღე, რადგან ვგრძნობდი, რომ მას ვკარგავდი", - განაცხადა სიუზენ ანჯიანომ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ხანგრძლივმა მოგზაურობამ კატაზე მაინც იმოქმედა, მიუხედავად დიდი თავგადასავლისა, დაკარგვამდე ის 8 კგ-ს იწონიდა, ხოლო როდესაც იპოვეს, მხოლოდ 3-ს.