„კარლოტამ მასწავლა, რომ ჩოგბურთი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი...“ – რას ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის რჩეულზე

ნიკოლოზ ბასილაშვილი / კარლოტა

ცნობილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი რჩეული კარლოტა ჰელენი კარიერაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

მისი თქმით, ისინი ტურნირებისთვის ერთად ემზადებიან, ხოლო კარლოტამ ასწავლა, რომ ჩოგბურთის გარდა, ცხოვრებაში სიამოვნების მიღება მცირე ყოველდღიური მომენტებითაც შეიძლება.

„კარლოტამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი გაცნობიდან ჩემს კარიერაში, თავადაც ჩოგბურთს თამაშობს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვემზადებით ხოლმე ტურნირების დროს. კარლოტამ ზოგადად მასწავლა, რომ ჩოგბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის და არის პატარა რაღაცეები, საიდანაც შეიძლება მიიღო ზოგადად სიამოვნება, თუნდაც უბრალოდ სიარულით, გასეირნებით და საინტერესო თემაზე ლაპარაკით“, – ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი.