„იყავით ყველაზე ბედნიერი გოგოები...“ - შორენა ბეგაშვილი ქალებს 8 მარტს ულოცავს

shorena begashvili

მოდელი, ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ხშირად მოგზაურობს და საქართველოში ძალიან ცოტა დროს ატარებს, ამჯერად სამშობლოშია.

შორენა სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს, რომლითაც ქალებს რა მარტს ულოცავს: „იყავით ყველაზე ბედნიერი გოგოები“, - წერს შორენა ბეგაშვილი.

ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში დიდი სიახლეა. მოდელს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა. იგი ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზეა შეყვარებული, რომელიც 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და ის ასევე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია. შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.