რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს რომ არავის ჯიბრზე და ჯინაზე არ ცხოვრობს.
„მე მაინც ვიტყვი.
არ დავეძებ დაიჯერებთ თუ არა.
თქვენი საქმის თქვენ იცით.
გვიან გაიგებთ სიმართლეს, როცა აზრი აღარ ექნება, მაგრამ მთავარია გაიგებთ.
ეგ ყოფილა თქვენი ხვედრი.
ჩემი ხვედრიც ეს იყოს.
ასეთია განგების ძალა.
ერთმანეთს ვინც ებრძოდა, ორივე მხარე დაიხოცა, ზოგიც გვერდი-გვერდ დაასაფლავეს.
რასაც ახლა ვიტყვი, არც ჩემი მოგონილია და არც ჩემი სურვილი. ყველა დროში ამას ამბობდნენ და ამას ამტკიცებდნენ.
საკუთარი თავიდან დავიწყებ.
არასოდეს არავიზე ცუდს არ ვამბობ, არასოდეს არავის არ ვაკრიტიკებ, არც ვაკნინებ, არასოდეს არავის არ განვიკითხავ, არც არასოდეს ვილანძღები.
არავის ჯიბრზე და ჯინაზე არ ვცხოვრობ. არ მინდა ვინმე გულზე გავხეთქო, ვინაიდან სხვისი გულის გახეთქვა მე არაფერს მომიტანს, ცუდი ენერგეტიკის გარდა.
ამიტომ, ვუფრთხილდები საკუთარ თავს და ემოციებს.
ამიტომ მიმართლებს ყოველთვის.
ადამიანი, რომელიც ილანძღება, იგინება, აუგს ფიქრობს, ბოროტი ზრახვები და სურვილები აქვს, ასეთი ადამიანი მადლს კარგავს, მუდმივად გაორებულია, წარუმატებელი, არ უმართლებს სიყვარულში, ადვილად ერყევა ჯანმრთელობა, კარგავს სასიცოცხლო ენერგიას და მუდმივად დისკომფორტი აქვს.
ამბობენ, მადლ წართმეულ, ცილისმწამებელ, სიავით სავსე, გულღრძო ადამიანებს, შვილები გასცემენ პასუხსო.
ეს არის ყველაზე მწარე პასუხი სიცოცხლის მანძილზე, დააკვირდით და მიხვდებით.
ღმერთმა ჯანი და გონება მოგცეთ.
ღმერთმა გაკმაროთ ავი აზრები და ავი გულისთქმა.
მე მიყვარხართ, იმიტომ, რომ ადამიანები ვართ.
მე მიყვარხართ, იმიტომ, რომ ერთი მოდგმა ვართ.
მე მიყვარხართ, იმიტომ, რომ ერთი სისხლი გვაქვს.
მე მიყვარხართ იმიტომ, რომ ქართველები ვართ.
მე მიყვარხართ მაშინაც, როცა მლანძღავთ, ვინაიდან, ვფიქრობ სხვაგვარად... და არა ისე, როგორც თქვენ.
მე მესმის, რომ თქვენ სხვაგვარად არ შეგიძლიათ, ვინაიდან არ დაგყვათ ნიჭი კაცთმოყვარეობისა, არაუშავს, ისე არ გაგიშვებთ სიცოცხლე, სანამ არ მიგახვედრებთ სად ცდებოდით და სად იყავით მართალი.
მე ჩემი აზრი მაქვს. თქვენ თქვენი.
ღმერთი მოწყალეა.“,- წერს გია ჯაჯანიძე.