წყალი 36 საათით შეწყდება - ნახეთ, მისამართები და გრაფიკი დეტალურად
1790191248
ქართველი UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ნიუ-იორკში მდებარე ქართულ რესტორან „ლალიკოს“ ესტუმრა. რესტორნის ინფორმაციით, სპორტსმენი რამდენიმე თვის წინაც იყო მათთან, როცა შეფებს მანქანიდან გაესაუბრა და დაჰპირდა, რომ დაბრუნდებოდა, გუშინ კი პირობა შეასრულა.
„დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, ილია თოფურია შემოვიდა.
რამდენიმე თვის წინ მან „ლალიკოს“ გვერდით ჩაიარა, მანქანის ფანჯარა ჩამოსწია, ჩვენს შეფებს გაესაუბრა და დაგვპირდა, რომ დაბრუნდებოდა. გუშინ კი სიტყვა შეასრულა.
შემოვიდა, დაჯდა, გუნდთან ერთად ბანქო ითამაშა და, რა თქმა უნდა, წასვლამდე ხინკალიც დააგემოვნა.
ილია, მადლობა, რომ პირობა შეასრულე. ჩვენი მთელი გუნდი ძალიან ბედნიერი იყო, რომ გიმასპინძლეთ. „ლალიკოში“ კი ყოველთვის გექნება ადგილი ჩვენს სუფრასთან ეს იცოდე...“