„ჩემს მეგობარს ცოლი ღალატობდა... მივედი ამ გოგოსთან და ვუთხარი...“ - გივი სიხარულიძე

givi sixarulidze

გივი სიხარულიძე გადაცემაში „პრაიმშოუ“ სტუმრობისას, ღალატის შესახებ საუბრობს.

„ჩემ ამხანაგს ღალატობდა ცოლი. მივედი ამ გოგოსთან და ვუთხარი – რას აკეთებ, ცოდოა ეს კაცი ყველა მაგაზე ლაპარაკობს მეთქი. დამადო მხარზე ხელი და მითხრა – ვიცი რაც ვარო. რამდენჯერმე ვიყავი ახლობელ ქალბატონთან ერთად პარიზში და იქ იყვნენ ეს ჩემი მეგობარი და მისი მეუღლეც.

გაიხსენა ის ამბავი, რომ როცა პარიზში ვიყავით დაჰყავდა მის ქმარს დაწესებულებაში, სადაც წყვილებს ცვლიდნენ. ასეთი ქმარია შენი მეგობარიო მითხრა. მე ხმა აღარ გამიღია, გავჩუმდი და გავიგე რომ ეს სიმართლე იყო. ეს არ გავაკეთე რადგან შეგნებულად ვქენი“, – ამბობს გივი სიხარულიძე.