თემურ მიქელაძე დაკავებულ ექიმ ჩახუნაშვილზე: თუ საჭირო გახდება, მე, როგორც ექიმი, თავდებში ჩავუდგები

თემურ მიქელაძე

პედიატრი თემურ მიქელაძე, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გახსნილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბს ხელმძღვანელობდა, მზადაა, თავდებში ჩაუდგეს დაკავებულ კოლეგას, გიორგი ჩახუნაშვილს.

„გოგი ჩახუნაშვილი არის ჩემი მასწავლებელი. მე ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გაირკვევა. თუ საჭირო გახდება, მე, როგორც ექიმი, თავდებში ჩავუდგები“, აცხადებს პედიატრი.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავეს. დღეს საღამოს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ექიმების საპროტესტო აქცია იგეგმება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას ეხმაურებიან.