იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
თეთრმა სახლმა გააკრიტიკა ნობელის პრემიის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მშვიდობის დარგში პრემია ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს გადაეცა, ნაცვლად დონალდ ტრამპისა, რომელიც აქტიურად ლობირებდა ჯილდოს მიღებას და ხაზს უსვამდა თავის როლს ცეცხლის შეწყვეტის საერთაშორისო შეთანხმებების დადებაში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებს სამშვიდობო შეთანხმებების დადებას, ომების დასრულებასა და სიცოცხლეების გადარჩენას. მას აქვს ჰუმანისტის გული და არასდროს იქნება მისი მსგავსი ადამიანი, ვისაც შეუძლია მთების გადადგმა მხოლოდ თავისი ნების ძალით. ნობელის კომიტეტმა დაამტკიცა, რომ პოლიტიკას მშვიდობაზე მაღლა აყენებს“, - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, სტივენ ჩუნგმა.
ნობელის პრემიის კომიტეტმა მშვიდობის დარგში ჯილდო ვენესუელელ ოპოზიციონერს მარია კორინა მაჩადოს გადასცა.