რომელი კერძები უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე, რათა ცხენის წელი იღბლიანი იყოს
1766261901
ორიგინალური რელიზებით ცნობილმა ბრენდმა MSCHF, წარადგინა მიკროჩანთა, რომელიც ფრანგული მოდის სახლის, Louis Vuitton-ის მოდელს OnTheGo ჰგავს.
აქსესუარი ნახევრად გამჭვირვალე პლასტიკისგან არის დამზადებული, მისი ზომებია 657×222×700 მიკრომეტრი - ეს ზღვის მარილის კვნიტზე პატარაა. ჩანთა იმდენად პატარაა, რომ ნემსის ყუნწშიც კი ეტევა. ჩანთა 3D პრინტერზე დაიბეჭდა.

ამ ეტაპზე ჩანთის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი არსებობს, რომელიც 19 ივნისს, აუქციონზე Just Phriends გაიყიდება. ის გელის ფუტლარში იქნება მოთავსებული, რომელსაც თან მიკროსკოპიც მოჰყვება, რათა მყიდველებმა პროდუქტის დეტალურად დათვალიერება შეძლონ.
ამასთან, MSCHF-ს Louis Vuitton-ისგან მათი მოდელის გამოყენებაზე უფლება არ მიუღია, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ მოდის სახლი კომპანიას უჩივლებს.