„ბედის ირონია იმაში მდგომარეობდა, რომ ჩემ ქორწილში მეგრელები უმცირესობაში იყვნენ და ქორწილი იმერეთში იყო....“ - ნანუკა გულუა

ნანუკა გულუა

გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნანუკა გულუამ მისი ქორწილის ამბები გაიხსენა.

„თუ კი გყავს რვაასი მეგობარი, გულშემატკივარი, ნათესავი, ახლობელი – ვისი დანახვაც გიხარია რატომაც არა, უნდა გქონდეს დიდი ქორწილი და იქციო ეს დღე ზეიმად. მე, როგორც ჭეშმარიტი მეგრელი მინიმუმ 500 კაციანი ქორწილი, ვიწრო წრეში ყოველთვის მინდოდა. მაგრამ ბედის ირონია იმაში მდგომარეობდა, რომ ჩემ ქორწილში მეგრელები უმცირესობაში იყვნენ და ქორწილი იმერეთში იყო.

ყველა კლასელი და ყველა ჯგუფელი რომ მოვა და ბევრნი რომ ხართ.. ვგიჟდებოდი ასეთ ქორწილებზე, მაგრამ რაღაც პერიოდი იმასაც ვამბობდი, რომ ზღვის პირას მინდოდა ქორწილი ბალერინებით, თეთრი კაბით და დიჯეით. მაგრამ იმ ასაკში დავქორწინდი, რომ ჩემი მეგობრებიდან დიჯეიზე გამრთობი აღარავინ იყო“. – ამბობს ნანუკა გულუა,