„ათასობით შეტყობინება მომდის... ვერც მიხვდნენ საერთოდ რა მოხდა“ - რას წერს მიშო გრძელიშვილი „პრაიმ ჰაუსის“ დატოვების შემდეგ

მიშო გრძელიშვილი

„პრაიმ ჰაუსი“ შაბათს ერთმა მონაწილემ, მიშო გრძელიშვილმა დატოვა. როგორც ჩანს, მისთვის ეს ფაქტი მოულოდნელი აღმოჩნდა და პროექტიდან მის წასვლას უსამართლობას უწოდებს.

დავიწყებ იმით, რომ გული საერთოდ არ მწყდება, როდესაც ვიცი, რომ გაწერილი სცენარის ნაწილი აღმოვჩნდი, დამწყდებოდა იმ შემთხვევაში, რეალურად ჯანსაღ კონკურენციაში თუ გამოვვარდებოდი.

ძალიან ამაყი ვარ და მიხარია, რომ ამ 2 კვირაში იმაზე მეტი შევძელი, ვიდრე წარმოვიდგენდი. არაა მარტივი და შეიძლება რთულიცაა საზოგადოების გარკვეულ რაოდენობას შეაყვარო თავი - მიუხედავად შენი მინუსებისა.

ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამომიჩნდა და ძალიან დიდი მადლობა თითოეული ჩემზე დახარჯული წუთისთვის თუ ზარისთვის. პროექტი მორჩა, ცხოვრება გრძელდება, უკვე თქვენთან ერთად. იმედია, მაგალითი ვიქნები, თუ როგორ უნდა შევხვდეთ უსამართლობას და არაფერში რომ არ ჯდება ისეთ სიყალბეს, მიყვარხართ და მადლობა ყველაფრისთვის.

ვუგულშემატკივრებ დიმის, თუმცა არ ვაპირებ დამესიჯებას და ასე შემდეგ, აზრს ვერ ვხვდები. ათასობით შეტყობინება მომდის ემიგრანტებისგან და იმ ხალხისგან, ვინც ჩემ გამო ღამეები ათენა და ვერც მიხვდნენ საერთოდ რა მოხდა, ისევე როგორც მე - თავიდან.

მეტს აღარ გავაგრძელებ, მგონი ყველაფერი ნათელია და ერთადერთი, რაც შემიძლია მადლიერების გამოხატვაა თქვენდამი.“ - წერს მიშო გრძელიშვილი.