როგორი ვითარებაა და რა კადრები ვრცელდება ყაზბეგიდან
1754023687
აშშ-ში, ტენესის შტატში გაჩნდა ბავშვი, რომლის ემბრიონიც 30 წლის წინ - 1994 წელს გაყინეს.
ბიოლოგიური მასალა ეკუთვნოდა ქალს სახელად ლინდა არჩერდი. 90-იან წლებში მან ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა გაიარა, რის შედეგადაც სპეციალისტებმა 4 ემბრიონი მიიღეს. ერთ-ერთი ქალს ჩაუნერგეს, დანარჩენი 3 კი დაკონსერვდა. არჩერდი მათი შენახვის საფასურს - წელიწადში დაახლოებით 1000 დოლარს თითქმის 30 წელი იხდიდა.
შემდეგ კი ქალმა, რომლის ასაკიც დღეს 60 წელს აჭარბებს, ემბრიონების სხვებისთვის გადაცემა გადაწყვიტა. კლინიკების უმეტესობა მის შეთავაზებაზე უარს აცხადებდა, რადგან ემბრიონები ძველი ტექნოლოგიებით იყო გაყინული, რომლებსაც დღეს პრაქტიკულად აღარ იყენებენ.
საბოლოოდ, ემბრიონი ლინდსი და ტიმ პირსების ოჯახში მოხვდა - წყვილის, რომელიც 7 წელია ცდილობდა ბავშვის გაჩენას, თუმცა უშედეგოდ. მათ მიმართეს პროგრამას Open Hearts, რომელიც წყვილებს გაყინული ემბრიონების შვილად აყვანაში ეხმარება.
წყვილის ოჯახში გაჩენილ ბიჭს მსოფლიოში ყველაზე ასაკოვან ბავშვს ეძახიან. ლინდა არჩერდმა კი განაცხადა, რომ ახალშობილის პირადად გაცნობას არ აპირებს, თუმცა აღნიშნა, რომ მისი დაბადება „ახდენილი ოცნებაა“.