ანუკი არეშიძე ემოციურ წერილს აქვეყნებს

ანუკი არეშიძე

დიზაინერი, ანუკი არეშიძე, ემოციურ წერილს აქვეყნებს: 

,,მადლობა, 2025!

ეს იყო დაუღალავი შრომის, ზრდისა და საკუთარი თავის რწმენის წელი.

მთელი ყურადღება ჩემს სილამაზის ბრენდზე მქონდა მიპყრობილი – ბაზარზე გამოვუშვით 3 პროდუქტი, შევქმენით 20 ახალი ფორმულა და ახლა აქტიურად ვემზადებით გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის 3 ახალი პროდუქტის წარსადგენად.

გავიარეთ ცხრა დაძაბული თვე საოცარ გუნდთან ერთად – რთული, მომთხოვნი, მაგრამ მართლაც მშვენიერი პერიოდი. ხუთი წელი ვმუშაობდით ფორმულებზე, დეტალებსა და ხარისხზე... და როცა ვხედავ თქვენს სიყვარულს ჩვენი პროდუქტების მიმართ, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ღირდა.

ვიმოგზაურე, ბევრი რამ ვისწავლე, ვიშრომე ისე, როგორც არასდროს და მადლიერი ვარ ღმერთის თითოეული ამ გამოცდილებისთვის. გულწრფელად მჯერა: ერთ დღეს ეს თავდაუზოგავი შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ გუნდს შრომისთვის, რწმენისთვის და იმისთვის, რომ ამ საქმეში მთელ გულს დებთ!!! თქვენ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ ყველაფრის მიღწევა.

მადლობა, რომ ხართ ამ გზის ნაწილი! მადლობა ყველას, ვინც მენდობით – ჩემს ერთგულ მომხმარებლებს, რომლებსაც სჯერათ ჩემი ბრენდის და უყვართ ის. მართლაც უზომოდ მადლიერი ვარ ყველაფრისთვის.

მუდამ თქვენი და მუდამ მადლიერი, ანუკი".