კარგი ინფორმაცია მათთვის, ვინც სესხის აღებას ან გაზრდას აპირებს
1752229687
ალასკის ეროვნულმა პარკმა და ნაკრძალმა „კატმაი“ ტრადიციული კონკურსი „მსუქანი დათვების კვირა“ ჩაატარა, რომლის გამარჯვებულიც ზედიზედ მეორედ დედა-დათვი სახელად 128 გრეიზერი, გახდა.
BBC-ს ინფორმაციით, კონკურსი მაშინ ტარდება, როცა დათვები ზამთრის ძილამდე მაქსიმალურ წონას კრეფენ. მასში ნაკრძალში ბინადარი დათვები მონაწილეობენ. გამარჯვებული კი ვებგვერდზე explore.org ხმის მიცემის გზით გამოვლინდა. გრეიზერმა 71 ათასზე მეტი ხმა მიიღო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ივლისში, გრეიზერის კონკურენტმა - 32 ჩანკმა მას ბელი მოუკლა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც გრეიზერის ორი ბელი ჩანჩქერზე გადავარდნენ, სადაც ჩანკი მათ თავს დაესხა. მოგვიანებით ერთ-ერთი ბელი მიყენებული დაზიანებების გამო მოკვდა.
explore.org-ი აღნიშნავს, რომ გრეიზერი პირველი „მომუშავე დედაა“, რომელმაც „მსუქანი დათვების კვირის“ გამარჯვებულის წოდება მოიპოვა.