წყვილი

93 წლის კაცსა და 88 წლის ქალს ერთმანეთი გაცნობის აპლიკაციაში შეუყვარდათ (აშშ)

აშშ-ში 93 წლის კაცსა და 88 წლის ქალს ერთმანეთი გაცნობის აპლიკაციაში შეუყვარდათ და მალევე იქორწინეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

93 წლის რობერტი და 88 წლის ენი ერთმანეთს 2019 წელს გაცნობის აპლიკაციის საშუალებით შეხვდნენ. 

„ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ენზე დაქორწინება მინდოდა. როგორც კი მისი ფოტო დავინახე, ვიცოდი, რომ ეს ის ქალი იყო, რომელთან ერთადაც ცხოვრების გატარება მინდოდა. მისმა ფოტომ დამატყვევა", — იხსენებს რობერტი.

წყვილი პირველ პაემანზე ერთმანეთს ფრანგულ რესტორანში შეხვდა. შემდეგ კარიბის ზღვის კუნძულებზე დასასვენებლად წავიდნენ. მოგვიანებით, პანდემია და იზოლაციაც ერთად გაატარეს.

მთავარი სიახლეები