50+ მარტოხელები: 12 ცნობილი ქალი, რომელსაც პარტნიორი არ ჰყავს

ცნობილები

ჯეინ ფონდამიუხედავად ასაკისა, მას დღემდე იღებენ ფილმებში, მონაწილეობს სატელევიზიო შოუებსა და იღებენ მსოფლიოში ყველაზე კითხვადი ჟურნალების ყდისთვის.

 

მადონა

მსოფლიოში გაყიდულია მადონას 300 მილიონზე მეტი ალბომი. იგი გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ აღიარებულია, როგორც ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელი ქალი. 

მონიკა ბელუჩი

მას შეუძლია გადასაღებ მოედანზე შესვლისთანავე “დრო გააჩეროს”, ნებისმიერი ეროვნებისა და წარმომავლობის რეჟისორთან წარმატებულად ითანამშრომლოს, მონაწილეობა კონტროვერსულ სცენებში მიიღოს, ითამაშოს საკულტო როლები და ათწლეულების გასვლის შემდეგაც კი დარჩეს ბოტიჩელის ვენერასა და იტალიური ნეორეალიზმის დივას შორის არსებული მარადიული სილამაზის უნივერსალურ სიმბოლოდ

 

ორნელა მუტიიტალიელი მსახიობი თაყვანისმცემლების გაოცებას არ წყვეტს და 68 წლის ასაკში იდეალურად გამოიყურება. მუტი თვლის, რომ სილამაზე დედისა და ბებიისგან მემკვიდრეობით მიიღო. ორნელა არასდროს იყენებდა ბევრ მაკიაჟს და ბუნებრივ ჩრდილებს ანიჭებდა უპირატესობას.

კიმ ბესინჯერი

ოსკაროსანი მსახიობი 69 წლისაა. 17 წლის კიმ ბესინჯერი ჯორჯიის შტატში გამართულ ახალგაზრდულ სილამაზის კონკურსში მონაწილეობდა და შედეგად, ფორდის სამოდელო სააგენტოსგან კარგი შემოთავაზებებიც მიიღო. თუმცა, ბესინჯერმა სამოდელო კარიერის გაგრძელებაზე უარი თქვა, რადგან მომღერლობასა და მსახიობობაზე ოცნებობდა. ბესინჯერს აგორაფობია დღემდე აწუხებს.

სანდრა ბულოკი"თითქოს, გადავიწვი. ძალიან დაღლილი ვარ და მეჩვენება, რომ გონივრულ გადაწყვეტილებებს ვეღარ ვიღებ. უბრალოდ, მინდა, მთელი დრო ჩემს შვილებთან და ოჯახთან ერთად გავატარო. ასე ვიქნები ცოტა ხნით." - ეს სიტყვები სანდრა ბულოკმა 2022 წელს თქვა და სამსახიობო კარიერა შეაჩერა. ჰოლივუდში ყოფნის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მან 50-ზე მეტ ფილმში ითამაშა, მოიპოვა ოსკარი და ათობით პრესტიჟულ ჯილდოზე იყო ნომინირებული.

შერონ სტოუნი

2001 წელს ის თითქმის გარდაიცვალა თავის ტვინში სისხლჩაქცევის გამო. „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შერონის ორგანიზმს სრული აღდგენა დასჭირდა. მსახიობმა ხელახლა ისწავლა სიარული და საუბარი. ჰოლივუდის ვარსკვლავი ამტკიცებს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ სიკვდილის უკვე აღარ ეშინია და მადლიერია, რომ ცხოვრებაში ეს გამოცდილება მიიღო.

სუზან სარანდონი

ცნობილი მსახიობი კინოში შემთხვევით მოხვდა - კასტინგზე ქმარს გაჰყვა, წითური ლამაზმანი რეჟისორს მოეწონა, რომელმაც სერიალში როლი შესთავაზა.ოსკარის პრემიის ლაურეატი 76 წლისაა.

 

სოფი ლორენიამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს – ოსკარის მფლობელი მსახიობი და იტალიური კინოს საყოველთაოდ აღიარებული ერთ-ერთი საუკეთესო ქალი შემსრულებელი სოფი ლორენი 88 წლისაა.

 

მერლინ სტრიპი.კოლეგები "მათი თაობის გენიოსს" უწოდებენ. მერილ სტრიპი თანამედროვეობის უდიდესი მსახიობია - ორჯერ გახდა "ოსკარის" პრემიის ლაურეატი და რეკორდსმენია ნომინაციების რაოდენობით. ამ ყველაფერს კი დაუღალავი შრომითა და თანდაყოლილი ნიჭით მიაღწია.

დემი მური

კაშკაშა გარეგნობის მქონე ჰოლივუდის მსახიობი ყოველთვის იპყრობდა მამაკაცების ყურადღებას, ის ოფიციალურად 3-ჯერ იყო დაქორწინებული, ბოლოს, 2013 წელს განქორწინდა.

ენდი მაკდაუელიროგორც მოდელის ვარსკვლავის დებიუტი კინოში 1984 წელს შედგა და მისმა სასიამოვნო, დახვეწილმა გარეგნობამ მსახიობს საშუალება მისცა, წარმატებისთვის  მიეღწია როგორც პოდიუმზე, ასევე, დიდ ეკრანზე.