რა არ შეიძლება ეცვას გარდაცვლილს? - მღვდლის განმარტება
1773865730
ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში იმ გამორჩეულ შეხვედრას იხსენებს, რომელიც მის მეხსიერებას ბავშვობიდან შემორჩა. როგორც სპორტსმენი წერს, უწმინდესი მისთვის რწმენისა და სიყვარულის მაგალითი იყო, ხოლო მასთან შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებული ენერგიით ავსებდა:
„ძალიან დიდი გულისტკივილით მინდა გამოვხატო ჩემი მწუხარება ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო. მან თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით დაგვიტოვა რწმენის, სიმტკიცისა და სიყვარულის მაგალითი. მისი სიტყვები და ლოცვა მრავალი ადამიანისათვის იყო ნუგეში და იმედი. დაახლოებით 12 წლის ვიქნებოდი, როდესაც სიონის ტაძარში, უამრავ ადამიანში გამომარჩია, თავზე ხელი დამადო და დამლოცა.
ეს მომენტი და ეს შეგრძნება დღემდე მახსოვს. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხვდით და ყოველი შეხვედრისას ძალიან დიდი ენერგიითა და სიყვარულით ვივსებოდი. გულწრფელად ვუსამძიმრებ თითოეულ ქართველსა და მორწმუნე ადამიანს“, – წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.