„ვიწყებთ” - ლაშა ბექაური საოპერაციოდ ემზადება

ნკ

,,ვიწყებთ" - ამ წარწერით ,,ინსტაგტამზე" ლაშა ბექაურის ფოტო ვრცელება. ფოტო კლინიკაშია გადაღებული, სადაც ლაშა ბექაურს ოპერაციისთვის ამზადებენ. 

ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს მხარის ოპერაციას საფრანგეთის ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში უკეთებენ.

ოპერაციას ატარებენ მხრის ქირურგიის მიმართულებით წამყვანი ფრანგი სპეციალისტები - პასკალ ბუალო და ჟან-კრისტიან ბალესტრა.

ოლიმპიური ჩემპიონის საფრანგეთში ოპერაცია, ასოციაციის პრეზიდენტთან, ზურაბ კახაბრიშვილთან კოორდინაციით, ექიმმა ნიკა ხუნგურუამ დაგეგმა.

ლაშა ბექაურმა მარჯვენა მხრის მძიმე ტრავმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა.

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ საოპერაციო ხარჯებს სრულად დააფინანსა.