ვინ არის რუსი მოციგურავე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მონაწილეობს

ანასტასია გუბანჩიკ

ფინეთის ქალაქ ესპოოში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქალთა ერთეულებში მოკლე პროგრამის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია გუბანოვა ლიდერობს, რომელმაც კარიერის საუკეთესო შედეგი, 69.81 ქულა აჩვენა.

ანასტასია გუბანოვა 2021/22 წლების სეზონიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოს სახელით ასპარეზობს. 

ანასტასია ვიტალიევნა გუბანოვა 2002 წლის 2 დეკემბერს რუსეთის ქალაქ ტოლიატში დაიბადა. გოგონა 4 წლის ასაკში დედასთან ერთად სანკტ-პეტერბურგში გადავიდა, სადაც ფიგურული სრიალი დაიწყო. მოგვიანებით, ანასტასიას მამამ ტოლიატში უძრავი ქონება გაყიდა და ცოლ-შვილთან გადავიდა. მას ორი უმცროსი ძმა ჰყავს, რომლებიც ასევე მოციგურავეები არიან.  

2018-2020 წლებში მოციგურავე ორჯერ გახდა რუსეთის თავის ვერცხლის მედალოსანი. 

2019 წელს გუბანოვა CSKA-ს სპორტული სკოლიდან სკანდალით გარიცხეს. რუსი მედია წერდა, რომ მიზეზი მოციგურავესა და მის მწვრთნელს შორის დაპირისპირება იყო. 

ანასტასია ხშირად უზიარებს გამომწერებს ინფორმაციას პირადი ცხოვრებისა თუ კარიერის შესახებ. 

მოციგურავის რჩეული სანკტ-პეტერბურგის გუნდის დინამო-576-ის ფორვარდი დიმიტრი ზემლიანოვია.