1790439033
ვილი, მადლობა ნდობისთვის... - გიორგი მიქაუტაძე
“ვილი, მადლობა ნდობისთვის, ყველაფრისთვის, რაც ჩვენს გუნდს მიეცით, ყველა იმ მომენტისთვის, რომელიც ერთად გამოვიარეთ. გამარჯვებები, ბრძოლები, უდიდესი ემოციები და, რაც მთავარია, მოგონებები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.“ _ ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრმა გიორგი მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
“თქვენი წყალობით გავიზარდეთ, საკუთარი თავის რწმენა შევიძინეთ და ერთად დავწერეთ ქართული ფეხბურთის ისტორიის რამდენიმე ყველაზე ლამაზი გვერდი.
მოედნის მიღმა კი ყველაზე მეტად მეხსიერებაში დამრჩებიან ადამიანები, მათი რჩევები და ყველაფერი, რასაც ამ წლების განმავლობაში ერთმანეთს ვუზიარებდით.
ვამაყობ, რომ ეს გზა თქვენთან ერთად გავიარე. თქვენ სამუდამოდ დარჩებით ამ გუნდისა და ქართული ფეხბურთის ისტორიის ნაწილად.” – დაწერა გიორგი მიქაუტაძემ.










