VIDEO: როგორ ეთამაშება მერაბ დვალიშვილი ნუკი კოშკელიშვილის შვილს

მერაბ დვალიშიი

სპორტსმენ მერაბ დვალიშვილს გუშინ მთელი საქართველო და ქართველი ერი გულშემატკივრობდა. 

UFC ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანი დაამარცხა.

ქართველი და რუსი მებრძოლის დაძაბული ბრძოლა ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მერაბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.

მერაბს გულშემატკივრობდნენ ამერიკაშიც. ნუკი კოშკელიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეოები გამოაქვეყნა, თუ როგორ იყვნენ ქართველები შეკრებილები მერაბის საგულშემატკივროდ. 

ნუკიმ გამოაქვეყნა ძველი ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ თამაშობდნენ მერაბი და მისი შვილი: