1781814041
უზბეკეთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის გამო სამუშაო დღის დაწყება გადაწიეს
უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა ყველა სახელმწიფო ორგანიზაციას ნება დართო, დღევანდელი სამუშაო დღე ერთი საათით გვიან დაეწყოთ, რათა გულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მონაწილეობით პირველი მატჩის ყურება მოესწროთ.
„ჩვენი პატივცემული პრეზიდენტი, ქვეყნის 40-მილიონიან მოსახლეობასთან ერთად, ასევე მატჩის მოლოდინშია. თითქმის ყველა გამართულ მოლაპარაკებაზე უცხოელი სტუმრები წარმატებას უსურვებენ ჩვენს ნაკრებს. ჩვენი პატივცემული პრეზიდენტი ხვალ მატჩს ოჯახურ წრეში, შვილიშვილებთან ერთად უყურებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პრესმდივანმა შერზოდ ასადოვმა .
სამუშაო დღის დაწყება 10:00 საათისთვის გადაწყდა, რადგან თამაში 07:00 საათზე იწყებოდა. უზბეკეთის ნაკრები მეხიკოში კოლუმბიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:3 დასრულდა.
უზბეკეთის ნაკრები ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში პირველად მონაწილეობს. ამ დროისთვის ნაკრები თავის K ჯგუფში 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩი 23 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გაიმართება.











