წონა ჩაბარებულია - მერაბ დვალიშვილი ბრძოლისთვის მზადაა

დვალიშვილი იანი

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC 333-ის წინ ოფიციალური წონა წარმატებით ჩააბარა. დვალიშვილმა 61,2 კილოგრამი დააფიქსირა, რაც სუპერმსუბუქი წონის დივიზიონში საჩემპიონო ბრძოლისთვის დასაშვებ ზღვარს შეესაბამება.

წონა წარმატებით ჩააბარა მისმა მეტოქემ, რუსმა პიოტრ იანმაც, რომელმაც 61,23 კილოგრამი დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან გასული წლის დეკემბერში გამართულ დაპირისპირებაში საჩემპიონო ქამარი დაკარგა. ახლა ქართველი მებრძოლი რევანშისთვის ემზადება და ტიტულის დაბრუნებას გეგმავს.

UFC 333-ის ტურნირი 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში გაიმართება. ღონისძიება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლას კი დაახლოებით 23:30 საათიდან ვიხილავთ.

 

✕