1757963975
„თოფურია ცდილობს, რომ მდიდარი გამოჩნდეს" - არმან ცარუკიანი

სომეხმა კონტენდერმა - არმან ცარუკიანმა, Sport24-თან ჩატარებულ უკანასკნელ ინტერვიუში ილია თოფურიას შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა. ახალქალაქელი სპორტსმენის კომენტარი სოციალურ ქსელში განთავსებულ თოფურიას სურათს მოჰყვა, რომელშიც ის კერძო თვითმფრინავის წინ დგას.
„ის ცდილობს, რომ ძალიან მდიდარი გამოჩნდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ სინამდვილეში ჩვეულებრივი ავია ხაზებით მგზავრობს. ილია იმ რაოდენობის თანხას არ გამოიმუშავებს, რომ კერძო თვითმფრინავით ამერიკიდან ევროპაში, ან საქართველოში იმოგზაუროს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას 2-3 მილიონი დოლარი აქვს, ერთჯერადი ფრენა მხოლოდ 400K-500K დოლარი დაუჯდება."- განაცხადა ცარუკიანმა