1757963975
საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა. ქართველი პარაძიუდოისტები გუნდურ შეჯიბრებაში პირველად გახდნენ კონტინენტის პირველობის ჩემპიონები.
ჯამში, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე თბილისის 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ათი მედალია – ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს.
პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.