თბილისში პროფესიონალებსა და 15 წლამდე მოზარდებს შორის ბადმინტონის საქართველოს თასის გათამაშება ჩატარდა

ბადმინტონის საქართველოს თასის გათამაშება ჩატარდა

თბილისში პროფესიონალებსა და 15 წლამდე მოზარდებს შორის ბადმინტონის საქართველოს თასის გათამაშება ჩატარდა, რომელიც ბადმინტონის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის რვა კლუბმა, ჯამში, 60-ზე მეტმა მონაწილემ.

საქართველოს თასის გათამაშება ბადმინტონის ფედერაციის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით მოეწყო.