ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1752263534
ჯეინ ბირკინის კუთვნილი Hermès-ის ორიგინალი ჩანთა Sotheby's აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. ე არის აუქციონზე გაყიდულ ყველაზე ძვირადღირებული ჩანთა.
შეგახსენებთ, რომ წინა რეკორდი ეკუთვნოდა Hermès Kelly-ს ჩანთას, რომელიც დამზადებული იყო ნიანგის ტყავისგან და ბრილიანტებით იყო მორთული, რომელიც 2021 წელს 513 ათას დოლარად გაიყიდა.
აუქციონის სახლის ცნობით, ამჯერად ლოტი აუქციონზე 10 წუთიანი ვაჭრობის შემდეგ 10,1 მილიონ დოლარად გაიყიდა. მყიდველი იაპონიიდან კერძო კოლექციონერი იყო.
აუქციონის სახლის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ აუქციონში 9 დაინტერესებული მყიდველი მონაწილეობდა.
Sotheby's-ის აუქციონის სახლის წარმომადგენელმა მორგან ჰალიმიმ განაცხადა, რომ ჩანთისთვის გადახდილი თანხა „ლეგენდის გასაოცარ ძალას“ აჩვენებს.