1749042430
სპორტის მინისტრმა აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე აზერბაიჯანის მეჯლისის ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე შაჰინ ამირ ოღლი ისმაილოვს, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ანარ ჯამალ ოღლი ისქანდაროვსა და თავდაცვის, უსაფრთხოების და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარე არზუ ნასიბ ოღლი ნაგიევს შეხვდა.
"შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობასა და რეგიონში მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე ქვეყნებს შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების განმტკიცებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საელჩოს წარმომადგენლები", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.