სპალეტის რეაქცია, როცა საქართველოდან ჩასულ სპორტულ ჟურნალისტს შეხვდა - რა მოხდა მილანში

საბა საპანაძე

სპორტული ჟურნალისტი, საბა საპანაძე, რომელიც მილანში, იტალიის საფეხბურთო ასოციაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიებაზე ხვიჩა კვარაცხელიას გვერდით იმყოფებოდა, „ნაპოლის“ ყოფილი თავკაცის, ლუჩიანო სპალეტის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

„სპალეტიზე მინდა დავწერო… აი, ყველაზე მეტად უყვარდა ხვიჩა ნეაპოლში… დაჯილდოებაზე რომ მოვიდა, ფოტო ვთხოვე მოწიწებით, საქართველოდან ვარ მეთქი და ვიციო, გადამეხვია. მაგაზე ცალკე გავოცდი, მეთქი საიდან…

რამდენიმე არხს რომ მისცა ინტერვიუ, მაგიდასთან ბრუნდებოდა, პატარა კომენტარი ვთხოვე. მოვიდა პრეს-სამსახური არაო და მისტერ ლუჩანომ, საქართველოდანაა და პატარა კომენტარს გავაკეთებო და დაიწყო: „კვარა, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ხარ…“, - წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, კვარას სეზონის საუკეთესო გოლის ავტორის პრიზი გადაეცა.  ხოლო, მისი ყოფილი მწვრთნელი, სპალეტი,  2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მთავარი მწვრთნელი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ: „მაშინ მივხვდი, რომ ეს გასართობი აღარაა და ვალდებულებები მქონდა“ - გაიცანით „ჯეო თიმი“

ასევე ნახეთ:

VIDEO: ვრცელდება ნიცას და ხვიჩას სახალისო კადრები მილანიდან

VIDEO: ხვიჩას და სპალეტის თბილი შეხვედრა დაჯილდოების ცერემონიაზე