ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
1762292321
ქართველი მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონია. 18 წლის სპორტსმენმა ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა ფინალში ირანელი მეტოქე 9:7 დაამარცხა.
"ძალიან გახარებული ვარ, შრომა დამიფასდა. მადლობას ვუხდი ჩემს მწვრთნელებს, ნაკრების მწვრთნელებს, ექიმებს, ფედერაციას და ჩვენს ჭიდაობის გულშემატკივრებს. მომავალშიც ვეცდები ყველანაირად, შრომას არ დავაკლებ მწვრთნელებთან ერთად, რომ შემდეგ ასპარეზობებზეც იმავე სინჯის მედალი ჩამოვიტანო საქართველოში", - აცხადებს ვახტანგ ლოლუა.
დღეს საღამოს, ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ამირან შავაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.