„შემადგენლობის გამოცხადებისას ბიჭების სახელებს იტყვიან, გვარები ჩვენ დავაბოლოვოთ“ - რა გეგმები აქვთ გულშემატკივრებს?

ნაკრები

დღეს, 20:00 საათზე „აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოს ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდება. მოქალაქეების ძირითადი შეკრების ადგილი დღეს ბათუმია.

სპორტული ჟურნალისტი, საბა საპანაძე გულშემატკივრებს მიმართავს და საკუთარ ინიციატივას უზიარებს.

„როგორც იცით, მუხტის შექმნა, საოცარი ატმოსფეროს შექმნა როგორც მატჩის დროს, ასევე თამაშის დაწყებამდეც, აუცილებელია. თქვენთან რამდენიმე თხოვნა გვაქვს, რომელიც ძალიან გვინდა ერთად შევასრულოთ:

1 - დღეს მატჩის დიქტორი საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გამოცხადებისას მხოლოდ ბიჭების სახელებს იტყვის, გვარები კი ჩვენ დავაბოლოვოთ, საოცარი სანახავი იქნება.

2 - არ „ტეხავს“, პირიქით, საამაყოა შენი ქვეყნის ჰიმნის სიმღერა. ყველამ ერთად ვიმღეროთ საქართველოს ჰიმნი  
ამისთვის კი საჭიროა 19:30-19:40 უკვე სტადიონზე, კუთვნილ ადგილებზე ვიყოთ. ერთად შევქმნათ საოცარი ატმოსფერო.

ეს პოსტი არ ეხება ქართული სპორტის ქომაგებს, რომლებიც ჩემს მიერ დაწერილ თხოვნებს, თხოვნის გარეშეც იდეალურად ასრულებენ.“ - წერს საბა საპანაძე.