ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) და მსოფლიო რაგბის (World Rugby) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საფრანგეთში გამართულ 2023 წლის მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატამდე პერიოდში, საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტისადოპინგო წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც რაგბის კავშირის განცხადებაშია ნათქვამი, სრულიად იზიარებენ საკითხის სიმძიმეს.
„გულშემატკივრის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ საქმეში მონაწილეები 2023/24 წლების სეზონიდან აღარ თამაშობენ/მუშაობენ ეროვნულ ნაკრებში. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, არცერთი ნაკრების მოთამაშე და ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში შემჩნეული და დადანაშაულებული არ არის.
პროცესის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს რაგბის კავშირი სრულად და გამჭვირვალედ თანამშრომლობს WADA-სთან და მსოფლიო რაგბისთან. მათგან მივიღეთ მკაცრი მითითება, რომ გამოძიების სრულყოფილად, მიუკერძოებლად და დადგენილი წესების დაცვით წარმართვისთვის, პროცესის დასრულებამდე თავი შევიკავოთ საჯარო კომენტარებისა და დეტალების გასაჯაროებისგან. სწორედ ამ პროტოკოლის დაცვით იყო განპირობებული ის, რომ აქამდე კომენტარი არ გაგვიკეთებია.
ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნული ფაქტები სერიოზულ დარტყმას აყენებს ქართული რაგბის რეპუტაციას. ჩვენი მხრიდან დაწყებულია ინტენსიური სამუშაო და გატარებულია მკაცრი ღონისძიებები მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაგბიში მსგავსი ინციდენტები აღარ მოხდეს.
დისციპლინარული საკითხების დასრულების შემდეგ, გავმართავთ პრესკონფერენციას და ვუპასუხებთ მედიისა და საზოგადოების შეკითხვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.