საპატრიარქო, უწმინდესის წესის მსახურებაზე, მეუფე შიოს სიტყვას ავრცელებს
1774282729
ახალი კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურება ალცჰაიმერთან, შესაძლოა, იმაზე მეტად იყოს დაკავშირებული, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ამერიკელი მეცნიერები ამას ე.წ. „პიემ-ორ“ ნაწილაკებს უკავშირებენ. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დამაბინძურებელი ნაწილაკები ტვინის ქსოვილებს პირდაპირ აზიანებს, რაც საბოლოოდ ალცჰაიმერის გამომწვევი ხდება.
ექსპერიმენტის ფარგლებში მათ 65 წელს გადაცილებული 28 მილიონი ადამიანის სამედიცინო მონაცემები გააანალიზეს.
მეცნიერების თქმით, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ჰაერში „პიემ-ორის“ ზემოქმედება ალცჰაიმერის დაავადების რისკებს საგრძნობლად ზრდიდა.
ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ ალცჰაიმერი დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს მეხსიერებაზე, აზროვნებასა და ქცევაზე. მისი სიმპტომები დროთა განმავლობაში უარესდება. მსოფლიო მასშტაბით ალცჰაიმერით 55 მილიონი ადამიანი იტანჯება.
საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში სპეციალისტები ამ კუთხით არაერთი კვლევის ჩატარებას აპირებენ.