საქართველოს ნაკრები ისტორიულ მეტოქეს, ფინეთს მეოთხედფინალში შეხვდება

კალათბურთი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2025 წლის ევრობასკეტის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩს ფინეთთან ჩაატარებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ქართველებისთვის ეს უკვე ისტორიული ევრობასკეტია – აქამდე მეოთხედფინალში ერთხელაც არ გავსულვართ. კაპიტანი თორნიკე შენგელია ამბობს: ისტორიული შედეგია, გასახარია, მაგრამ მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებენ.