გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება საქართველოსა და მსოფლიოზე
1757447142
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით პოლონეთს სოლიდარობას უცხადებს.
„დღეს ჩვენ ვნახეთ პოლონეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის გაუგონარი, უპრეცედენტო დარღვევა ათზე მეტი რუსული „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით. ევროპა სრული სოლიდარობით დგას პოლონეთის გვერდით“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ამ ქმედებაზე პასუხი უნდა იყოს მკაფიო.
„ჩვენ გვჭირდება მეტი წნეხი რუსეთზე, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ, გვჭირდება მეტი სანქცია. ახლა, პარტნიორებთან კოორდინაციით, ვმუშაობთ მე-19 პაკეტზე“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში ქვეყნის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევის შესახებ განაცხადეს. პოლონეთის არმიის ოპერაციული სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით“. პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ძალები საგანგებო რეჟიმში გადაიყვანეს.