საქართველოს ნაკრები ინდონეზიაში გამართული მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონია

საქართველოს ნაკრები

საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები ინდონეზიაში გამართული 2025 წლის მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონია.

ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ჩვენი გუნდი ტაილანდის ნაკრებთან ანგარიშით 14:20 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გამოდიოდნენ.

ინდონეზიაში გამართულ მსოფლიო თასიდან საქართველოს პარა-მოფარიკავე ქალთა ნაკრები სამშობლოში, ჯამში, ექვსი მედლით ბრუნდება.