საქართველომ ისტორიაში პირველად ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა

გუბანოვა

საქართველომ ისტორიაში პირველად ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონატი ფინეთში ჩატარდა და საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ თავისუფალი პროგრამით ასპარეზობაში ჯამში 199,91 ქულა აიღო და პირველი ადგილი დაიკავა.

სპორტსმენი 2021 წლიდან საქართველოს სახელით გამოდის.